ლეგენდარულ მუსიკოსს, მიკ ჯაგერს, უამრავი მეგობარი ქალი და უკანონო შვილი ჰყავდა, თუმცა ოფიციალურად იგი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული. ჯერ კიდევ 1970 წელს The Rolling Stones-ის სოლისტი ბიანკა პერეს-მორა მასიასს შეხვდა, რომელმაც, ფაქტობრივად, მისი ცხოვრება შეცვალა. მოგიყვებით, როგორ განვითარდა წყვილის ურთიერთობა და რატომ დასრულდა ეს კავშირი ქორწილის დღესვე:

ბიანკა პერეს-მორა მასიასი 1945 წელს ნიკარაგუის დედაქალაქში დაიბადა. გოგონა 10 წლის იყო, როცა მშობლებმა განქორწინება გადაწყვიტეს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ის პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში სწავლობდა. მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ქალაქში მან The Rolling Stones-ის სოლისტი მიკ ჯაგერი გაიცნო, 1970 წლის სექტემბერში კი გოგონა ჯაგერმა საკუთარ კონცერტზე დაპატიჟა. აღმოჩნდა, რომ მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ.
მაშინ მიკი უკვე მსოფლიოში ცნობილი როკ-ვარსკვლავი იყო და უამრავი გოგონა მასთან ურთიერთობაზე ოცნებობდა. ბიანკა კი სხვებს არ ჰგავდა. იდუმალი, ლამაზი და ჭკვიანი ქალი მომღერალს განსაკუთრებით მოსწონდა. ურთიერთობიდან 9 თვის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტეს.

1970-იან წლებში ბიანკამ სამსახიობო კარიერა დაიწყო და რამდენიმე ფილმშიც ითამაშა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიხვდა, რომ მის სულთან ქველმოქმედება უფრო ახლოს იყო. ამიტომ, არა მხოლოდ თანამშრომლობდა უამრავ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, არამედ საკუთარი ფონდიც დააარსა და ადამიანების დახმარებას ცდილობდა.
წყვილი 1971 წლის 12 მაისს, სენ-ტროპეში დაქორწინდა. გრანდიოზული წვეულება მოაწყვეს და უამრავი სტუმარიც მიიწვიეს. ბიანკა მაშინ უკვე ორსულად იყო. პატარძალს Yves Saint Laurent-ის საოცარი კაბა ეცვა.
წაიკითხეთ სრულად