"გარდაიცვალა ლადო გოგოლაძე… ჩემი დედიკოს მეუღლე. ჩემი დედიკოს ზურგი, იმედი და ადამიანი, ვის გამოც ბედნიერს ვხედავდი დედაჩემს... უსაზღვროდ კეთილშობილი და მზრუნველი ადამიანი.. ნათელში იყავი, ლადო. პანაშვიდები - 17 და 18 აგვისტოს. მისამართი - მიხეილ თამარაშვილის 6, “ემ კვადრატი”, მე-2 კორპუსი, მე-14 სართული. დაკრძალვა შაბათს, 19 აგვისტოს, 2 საათზე. 12 საათიდან პანაშვიდი ამაღლების სახელობის ტაძარში, საბურთალოს სასაფლაოსთან" - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი გვანცა დარასელია და დედის, ნატო ღეჩუაშვილისა და მისი მეუღლის, ლადო გოგოლაძის ფოტოს აქვეყნებს.
გვანცა დარასელია უკვე არაერთი წელია აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე და არაერთი გადაცემის, გასართობი შოუსა თუ გათამაშების წამყვანის ამპლუა მოირგო, ადრეულ წლებში კი მას სამოდელო კარიერა ჰქონდა. ჰყავს მეუღლე, ვახო მჭედლიძე და ორი შვილი.
გვანცა დარასელიას დედა, ნატო ღეჩუაშვილი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ის პროფესიით რადიოლოგია და უკვე მრავალი წელია, წერს ლექსებს. ნატო ღეჩუაშვილმა საკუთარი ლექსების კრებულიც გამოსცა.