პაპარაცს, რომელიც ჯასტინ ბიბერისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. ტრაგედია ზუსტად ახალი წლის წინა დღეს მოხდა.
კანადელი მომღერლის თეთრი "ფერარი" ლოს-ანჯელესის პოლიციამ გააჩერა. პაპარაციც, რომელიც ბიბერის ავტომობილს კვალდაკვალ მისდევდა, გაჩერდა, გადმოვიდა მანქანიდან და ფოტოების გადაღება დაიწყო.
პოლიციამ მას სთხოვა, იქაურობას გასცლოდა, რადგან სიტუაცია გზაზე უსაფრთხო არ იყო. მართლაც... ფოტოგრაფს ფოტოგადაღების დროს შემხვედრი ავტომობილი დაეჯახა.
ცნობილი გახდა, რომ 18 წლის ჯასტინ ბიბერი ამ დროს მანქანაში არ მჯდარა. ავტომობილს მისი მეგობარი მართავდა.
ბიბერმა პრესასთან განცხადება გააკეთა: "თუმცა შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ და ამ ტრაგედიას პირადად არ შევსწრებივარ, ჩემი ფიქრები მთლიანად გარდაცვლილის ოჯახისკენ არის მიმართული, მე მათზე ვლოცულობ. იმედი მაქვს, რომ ეს ტრაგედია კანონმდებლებს მიიყვანს იქამდე, რომ მიიღებენ ზომებს და იზრუნებენ ცნობილი ადამიანების, უბრალოდ ქვეითად მოსიარულეებისა და თავად პაპარაცების უსაფრთხოებაზე".
ავარიის მიზეზები დგინდება, მაგრამ ერთი რამ ცნობილია, რომ პაპარაცი და მანქანის მძღოლი ამ დროს სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
მასალის წყარო: Sun, TMZ