ირმა სოხაძე ქართველი საესტრადო მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსია, რომელიც 4 წლის ასაკში უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო 8 წლისა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ „რეროს” სოლისტი იყო. 1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის "პირველ არხზე" იყო მრავალი გადაცემის ავტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი; 1990-იან წლებში ჩატარებული მრავალი ტელემარათონის ავტორი და წამყვანი. ირმა სოხაძეს და მის მეუღლეს, რეზო ასათიანს, ორი ქალიშვილი, ნატა და სალომე ჰყავთ.
ამჯერად მომღერალი შვილთან, ნატა ასათიანთან ერთად რადიო "ფორტუნას" სტუმარია.
"ნატა ძალიან კეთილშობილი ბავშვი იყო. მშვიდობის მტრედს ვეძახდით. არ უყვარს დაძაბულობა. ყველა მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო. ძალიან კარგი შვილია" - ამბობს ირმა სოხაძე.