დიანა ჯოჯუა უკვე წლებია, რაც საზოგადოებას დღის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს ყოველ საღამოს, 9 საათზე ტელეეკრანებიდან უყვება. დიანა ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა და ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ყოველთვის იდეალურ ფორმაშია.
მისი რჩეული ბიზნესმენი ნიკა რამიშვილია. ნიკა სხვადასხვა დროს მუშაობდა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“, „საქართველოს დასაქმების სახემწიფო აპარატში“, შემდეგ კი კერძო ბიზნესში გადავიდა. დიანას და ნიკას ერთი ქალიშვილი, თუნა რამიშვილი ჰყავთ.
ამჯერად დიანა ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
