როგორც ყოველთვის, ლეო ზაფხულს საუკეთესოდ ატარებს - ლეონარდო დიკაპრიო ახალ შეყვარებულან ერთად გამოჩნდა: ვინ არის მსახიობის 25 წლით უმცროსი რჩეული - Marao

როგორც ყოველთვის, ლეო ზაფხულს საუკეთესოდ ატარებს - ლეონარდო დიკაპრიო ახალ შეყვარებულან ერთად გამოჩნდა: ვინ არის მსახიობის 25 წლით უმცროსი რჩეული

2023-08-25 12:05:22+04:00

ჰოლივუდის მსახიობი ცოტა ხნის წინ ცნობილ იტალიელ მოდელთან, ვიტორია ცერეტისთან ერთად დააფიქსირეს.  შეყვარებულები სანტა მონიკაში იმყოფებოდნენ.  25 წლის ვიტორია რამდენიმე თვის წინ ქმარს, დიჯეი მატეო მილერის დაშორდა.

ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს გასულ ზაფხულს დაშორდა. შეყვარებულები ხუთ წელზე მეტხანს იყვნენ ერთად, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, ურთიერთობა არ გაესაჯაროებინათ.

ამის შემდეგ დიკაპრიო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯიჯი ჰადიდს ხვდებოდა. ვარსკვლავები პაემანზე რამდენჯერმე დააფიქსირეს, მაგრამ წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.