დღეს უკვე ზაფხულის ბოლო დღეა, წინ ზღაპრული შემოდგომა გველოდება და, რა თქმა უნდა, სეზონის ცვლასთან ერთად, მოდის ტენდენციებიც იცვლება - როგორც ფერთა პალიტრა, ასევე ქსოვილებიც. ამ სტატიაში ყველაფერია მათთვის და არამარტო მათთვის, ვინც მუდამ ადევნებს თვალს სეზონურ ტენდენციებსა და მოდის ახალ საინტერესო გამოძახილებს, რაც ამ ოქროსფერ სეზონზე პოპულარული იქნება.
ამ სეზონის ატმოსფეროს მოდის კრიტიკოსები მშვიდ ფუფუნებას, ანუ Quiet luxury-ს უწოდებენ, რაც მაღალი ხარისხის კაფსულის მოდას ნიშნავს. სეზონზე ასევე დომინირებს წითელი ფერი, რომელიც თითქმის ყველა შოუში ჩნდება. დიდი ნაწილი ეყრდნობა მინიმალისტურ, მაღალხარისხიან სტილსაც - შავი გამაშები, თეთრი მაისურები, კლასიკური შარვლები, ფერადი პერანგები და საშემოდგომო ქურთუკები. გრძელი სტილის კაბები შემოდგომაზე განსაკუთრებით პოპულარული იქნება და სეზონის მთავარ ჰიტადაც გადაიქცევა. თითქოს 2010-იანი წლების სტილი ოფიციალურად ბრუნდება. სეზონის ძირითადი ელემენტები კი მხრებზე მოშვებული ტოპებია, რომელიც ხელახალი ინსპირაციის წყაროა.
ყველაფერი წითელში
წელს თითქმის ყველა მოდის ჩვენებაზე წითლის სხვადასხვა ტონალობა ჭარბობდა, დაწყებული ყველაზე მკვეთრი, ხასხასა წითლიდან, დამთავრებული ღია პომიდვრისფერი წითლით.
Peplum კორსეტები
წელს ერთ-ერთ ჰიტს სწორედ peplum კორსეტები წარმოადგენს, ამ სეზონზე დიზაინერები არ შემოიფარგლნენ სტანდარტული ტოპებით. კრისტოფერ კეინში საინტერესო მოყვანილობას სძენს კორსეტს და ვიქტორიანულ სტილში წარმოადგენს მის სილუეტს. სწორედ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Balmaain და Moschino, იღებენ ამ მინიშნებას და ძველებურ, ტანზე მომდგარ, გამოყვანილ კორსეტებს ახალ სიცოცხლეს სძენენ.
ზეთისხილის მწვანე ფერი
მწვანის ეს ტონი ამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტი იქნება. არაერთმა დიზაინერმა თავის კოლექციაში ამ ფერის საინტერესო გრადაციები შემოგვთავაზა.
სვიტერის სტილის კაბები
ისეთმა დიზაინერებმა, როგორებიც არიან იზაბელ მარტინი, მაქს მარა და ტოდსი, წელს, საინტერესო ფერთა პალიტრასთან ერთად, სვიტერები, როგორც კაბები, ისე შემოგვთავაზეს. მსუბუქი, განსაკუთრებული ტექნიკით ნაქსოვი ერთიანი, სადა კაბები, აი, რა იქნება გვიანი შემოდგომისთვის იდეალური არჩევანი.
80-იანი წლების ინსპირაცია
წელს არაერთ მოდის ჩვენებაზე შევხვდით 80-იანებით ინსპირირებულ ლუქებს. კონტრასტული მაღალწელიანი კაბები, ხავერდის შარვალ-კოსტიუმები, ლურჯის საინტერესო ტონალობები.
კლასიკური დაბალძირიანი ფეხსაცმელი
როგორც ყოველ სეზონზე, კლასიკური დაბალძირიანი ფეხსაცმელი წელსაც არ დაკარგავს აქტუალობას. განსაკუთრებული დეტალებით, ფერადი წინდებით გაფორმებულ კლასიკურ ფეხსაცმელებს არაერთ ჩვენებაზე ვაწყდებით.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ