ყოველწლიურად დიზაინერები ისტორიას თავიდან წერენ. ერთია, წარმოადგინო ახალი კოლექცია და მეორეა, რამდენად დასამახსოვრებლად გააკეთებ ამას ისე, რომ საუკუნეებს გაუძლოს. ათწლეულების განმავლობაში ბევრი შესანიშნავი კლასიკური შოუ იყო, რაც, გარკვეულწილად, შეუძლებელს ხდის მათ შორის ამოარჩიო საუკეთესო, მაგრამ არის ჩვენებები, რომელბიც მუდმივად რჩება ჩვენს ცნობიერში, იქნება ეს განპირობებული მოდელით, სამოსით, მთლიანად ჩვენებითა თუ დიზაინერით. ჩვენ სტატიასი წორედ ასეთ შთამბეჭდავ, ლეგენდარულს ჩვენებებს გაგახსენბთ. მაშ ასე, ისიამოვნეთ:
ამ ჩვენებამ მოდის ინდუსტრიაზე დიდი ზეგავლენა იქონია. იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა მაქვინი პატივს სცემდა ხელოვნებას, რომელიც აერთიანებდა სილამაზესა და ცოტაოდენ უხამსობას. ჩვენება სიბნელესა და მუქ ჩრდილებში რობოტებმა გახსნეს ეიმე მულინსთან ერთად. ვიქტორია ბექჰემს უარი უთხრეს ღონისძიებაზე დასწრების მოთხოვნაზე იმის გამო, რომ ის ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა და წინა რიგი სავსე იყო მედიის ელიტარული წევრებით, პოტენციურ მყიდველებთან ერთად. ჩვენება ცნობილია, როგორც ნომერი 13, რადგან მეცამეტე კაბა სამუდამოდ დარჩა, როგორც ერთ-ერთი საკულტო კაბა.
დიორის 1998 წლის ჩვენებას მეტად ამაღელვებელსა და განსაკუთრებულს ჯონ გალიანოს საუკეთსო ნამუშევრების წარდგენა ხდიდა, თვალისმომჭრელი, დახვეწილი სილუეტები და ვინტაჟური ატმოსფერო, მე-18 და მე-19 საუკუნის ინგლისს მოგვაგონებს. ინგლისური გარეგნობის მოდელები, ამ საუკუნის შესაფერისი ვარცხნილობა, განსაკუთრებული ქვებითა და სამკაულებით გაფორმებული ხავერდის კოსტიუმები - დიორის საუკეთესო ჩვენებებს შორის უდაოდ ჩაიწერა.
მარტინ მასიონ მარჯიელას 1989 წლის ჩვენება ერთ-ერთი განსაკუთრებული გამოძახილია მოდის ინდუსტრიაში. ის განიხილებოდა, როგორც „საჯარო სპექტაკლი“, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში. დაწყებული პერანგებით, რომელიც იმ დროს სარისკოდ ითვლებოდა, მითუმეტეს, რომ სწორედ ამ პერანგებით გაიხსნა შოუ, დამთავრებული ინოვაციური, გამბედავი სამოსით. ეს ჩვენბა იმ დროისთვის იყო რაღაც ახალი, ყველა დანარჩენზე აღმატებული, რამაც საფუძველი ჩაუყარა "საჯარო სპექტაკლების", ანუ ჩვენებების შოუებად ქცევის ტენდენციას სხვა დიზაინერებისა და მოდის სახლებისთვისაც.
შანელის ss12-ის ჩვენება სავსე იყო მოკლე ჰაეროვანი მინი -კაბებით, შორტებითა და საინტერესო დეკოლტეებით. Grand Palais გადაკეთდა სრულ ოდისეად, სადაც შარლოტა კაზირაგიმ, კარლ ლაგერფილდის მუზამ, ცხენზე ამხედრებულიმა გახსნა ჩვენება. ეს იყო ვიზუალურად განსაცვიფრებელი შოუ, რომლის შესახებაც მედია კიდევ დიდხანს წერდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ჩვენებად რჩება.
ეს ჩვენება გამორჩეული იყო ცოცხალი ფერებითა და საინტერესო მარკირებებით, რაც იმ დროისთვის ახალი და ინოვაციური იყო. ჩვენებაზე გამოვიდნენ ისეთი მოდელები, როგორებიც არიან ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კაია გერბერი. ჩვენება საინტერესო იყო ასევე სამკაულების დახვეწილი და გამორჩეული კოლექციითაც.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ