სახის კანის ბრწყინვალებისთვის მისი სწორად მოვლა საკმარისია. მაღაზიასა თუ აფთიაქშინაყიდი სახის ნიღბები შესანიშნავი საშულებაა, თუმცა მათი უფრო ხელმისაწვდომი და არანაკლებ ეფექტური ალტერნატივაც არსებობს - მოამზადეთ თქვენი კანისთვის შესაფერისი ნიღაბი თავად! თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ სახლშიც გაქვთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც კანის დატენიანებისა და გამოცოცხლებისთვის გამოგადგებათ. მაშ ასე, ჩვენ გთავაზობთ სახლში მოსამზადებელ ნიღბებს თქვენი კანის ბრწყინვალებისთვის:
- დამატენიანებელი სახის ნიღაბი - ალოესა და თაფლის კომბინაცია
თუ ოდესმე გსმენიათ ალოე ვერას სამკურნალო თვისებებზე, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რა საოცარი შეიძლება იყოს ის სახის კანისთვის. აურიეთ ახლად გამოწურული ალოეს წვენისა და თაფლის თანაბარი რაოდენობა ერთმანეთში; გაიჩერეთ სახეზე 20-30 წუთის განმავლობაში და მაშინვე იგრძნობთ, რომ თქვენს კანს ახალი სიცოცხლე ემატება. გამოყენებამდე მოსინჯეთ ის სხეულს მცირე ნაწილზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ნიღაბში შემავალი პროდუქტების მიმართ ალერგიული არ ხართ.

- ლაქების გამაღიავებელი ნიღაბი პაპაიასგან
დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი - პაპაია და წყალი. გააცალკევეთ პაპაიას რბილობი და თესლი. რბილობი შესანიშნავია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და შეგიძლიათ, მიირთვათ, სახის ნიღბად კი გამოიყენეთ თესლი. შიზილეთ ის სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. პაპაიაში შემავალი ფერმენტები ხელს უწყობს კვდარი უჯრედების მოშორება,ს კანის აღდეგნას, ასაკობრივი და მზის ლაქების გაღიავებას.
- შვრიის ამქერცლავი ნიღაბი მკვდარი უჯრედებისთვის
შვრიის ფანტელს დაუმატეთ წყალი ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. შემდეგ კი დაუმატეთ ზეითუნის ზეთისა და ტაფლის ნაზავი. მიღებული სკრაბი სახეზე ნელი, წრიული მოზრაობით გადაინაწილეთ, მოარიდეთ თვალის გარშემო არეებს. ამ ნიღბის გაკეთება შესაძლებელია კვირაში ორჯერ. სკრაბში შემავალი შვრიის ფაფა ქერცლავს, ხოლო თაფლი და ზეითუნის ზეთი -ატენიანებს კანს.

- ჩაის პაკეტები შეშუპებული თვალებისთვის
ჩაის პაკეტებს უკვე მრავალი წელია, არაერთი ქალი იყენებს თვალის გარშემო კანის დატენიანებისა და შეშუპების პრევენციისთვის. ეს მეთოდი კანის განახლებასა და გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ. გამოყენეთ მწვანე ან გვირილის ჩაის პაკეტები, მოადუღეთ, გააგრილეთ და დაასველეთ მასში ბამბის დისკები. გაიჩერეთ 15 წუთის მანძილზე. ამ პროცედურის გამეორება ყოველდღიურად შეგიძლიათ. ქოქოსის ზეთისა და თაფლის დამატენიანებელი ნიღაბი შეურიეთ ქოქოსის ზეთი, თაფლი და ლიმონის წვენი. გამოიყენეთ ნატურალური თაფლი, რადგან ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მიღებული მასა შეიზილეთ სახეზე წრიული მოძრაობებით 2-3 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ კანზე კიდევ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
არ დაგავიწყდეთ, გაგვიზიაროთ თქვენი შედეგი!
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ