მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანის სტრუქტურა ინდივიდუალურია, რაც ინდივიდუალურ მოვლას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, იცოდეთ თქვენი კანის ტიპი, რაც მეტად გაგიმარტივებთ მასზე ზრუნვას, პროდუქტების სწორად შერჩევას და სასურველი შედეგის მიღებას. არ არსებობს „ყველასთვის შესაფერისი ერთი წესი" კანის მოვლასთან დაკავშირებით, თუმცა არსეობს ზოგადი რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ განსაკუთრებით სეზონის ცვლილების დროს.
გრძელი, ცხელი ზაფხულის შემდეგ, ცვლილება, უპირველესად, სწორედ სახის კანზე აისახება. ამიტომ გთავაზობთ საბაზისო, თუმცა მნიშვნელოვან რჩევებს, როგორ მოემზადოთ შემოდგომისა და ცივი დღეებისთვის:
მიიღეთ ვიტამინები
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რეგულარულად უნდა ატაროთ მზისგან დამცავი კრემი, რათა თავიდან აიცილოთ ზიანი მზის UV სხივებისგან. თუმცა, მზის სხვების ზომიერად მოხვედრა კანზე სასარგებლოა, მიიღეთ ბუნებრივი გზით D ვიტამინი, რითაც შეძლებთ, შეამციროთ ნაოჭების რაოდენობა, ლაქები, გახადოთ კანი ერთი ტონის. არსებობს ოთხი ძირითადი ვიტამინი, რომლებიც უნდა შეეცადოთ, ჩართოთ თქვენს რუტინაში ამ შემოდგომაზე - ვიტამინი A, ვიტამინი D, ვიტამინი E და ვიტამინი K. ეცადეთ, ეს ვიტამინები მიიღოთ ბუნებრივი გზით, თუმცა შესაძლებელია მათი გამოყენება დანამატების სახითაც.
დაიტენიანეთ სახის კანი
ზაფხულის განმავლობაში და ტემპერატურის სტაბილურად მატებასთან ერთად, შესაძლოა შეამჩნიეთ, რომ თქვენი კანი განსაკუთრებით ცხიმიანი გახდა. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ეს ხდება, დაწყებული თქვენი ცხიმოვანი ჯირკვლების გადატვირთვით და დამთავრებული ოფლის წარმოქმნის მომატებით. თუმცა, როცა გარეთ ოდნავ ცივა, თქვენი კანის სტრუქტურაც იცვლება.
სიმშრალის წინააღმდეგ საბრძოლველად და კანის გაახალგაზრდავებისთვის, თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს ამჟამინდელ რუტინას და ყოველდღიურ პროდუქტებს. მეტად დაატენიანეთ კანი, გამოიყენეთ თქვენთვის შესაფერისი მკვებავი კრემები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიმშრალისკენ მიდრეკილ კანს, რადგან ეს საუკეთესო პერიოდია ბაქტერიების გამრავლებისთვის და კანის სეშუპებისთვის.
მოიშრეთ მკვდარი კანი
აქერცვლა თქვენი კანის მოვლის რუტინის მნიშვნელოვანი ეტაპია, მიუხედავად იმისა, წელიწადის რომელი დროა. იმის გამო, რომ თქვენი კანი ებრძვის დეჰიდრატაციას, შესაძლებელია, რომ დაგროვდეს ზედაპირზე მკვდარი კანის უჯრედები. შესაბამისი სახის დასაბანის ან სკრაბის გამოყენება საშუალებას გაძლევთ, მოიშოროთ მკვდარი კანი, რაც ხელს უწყობს ახალი ჯანსაღი უჯრედების წარმოქმნას.
გამოიყენეთ მზსიგან დამცავი
ბევრს ჰგონია, რომ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება მხოლოდ მცხუნვარე მზეშია საჭირო. სინამდვილეში, კანის დაცვა მზის მანვნე ზემოქმედებისგან ნებისმიერ სეზონზე აუცილებელია. ამით თავს აარიდებთ ნაადრევ დაბრებას, შეძლებთ ნაოჭებისა და ლაქების პრევენციას. ყველაზე მთავარი კი, რატომაც უნდა ჩართოთ მზისგან დამცავი პროდუქტები თქვენს რუტინაში, კანის კიბოსგან თავის არიდებაა.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ