არსებობს მოსაზრება, რომ მოდელები ძალიან მკაცრ დიეტებს იცავენ. მაგრამ , როგორც ჩანს, 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი, კლაუდია შიფერი საყვარელ კერძზე უარს არასდროს ამბობდა.
მოდელმა აღიარა, რომ ბავშვობიდან მისი საყვარელი კერძი იყო სპაგეტი ბოლონეზის სოუსით. მომავალი ვარსკვლავის დედა მას ყოველდღე ამზადებდა.

”როცა პატარა ვიყავი, დედაჩემი წუხდა, რომ საკმარისად არ ვჭამდი. ჩვენმა ექიმმა ურჩია ამ კერძის მომზადება ყოველდღე, რომელიც ძალიან მომეწონა და დღემდე ჩემი საყვარელი კერძია” - ამბობს კლაუდია.
თუმცა, კლაუდიას მაინც აქვს თავისი შეზღუდვები. მრავალი წელია, მოდელს საკუთარი განსაკუთრებული მიდგომა აქვს კვების მიმართ: ის დღეში 3-4-ჯერ ჭამს და ზრუნავს, რომ მისი დიეტა არ აღემატებოდეს 1200 კალორიას. გამორიცხულია სწრაფი კვება.