მირანდა კერს პირველი ვაჟი, ფლინი, 2011 წლის 6 იანვარს, ორლანდო ბლუმთან შეეძინა. ბავშვის დაბადებიდან ექვსი თვის შემდეგ მოდელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭი მამას ძალიან ჰგავდა - "მისი ხასიათი ყოველდღე ვითარდება’ - ამბობდა მირანდა.

კერიმ ასევე გააზიარა, რომ მისი უფროსი შვილის სრული სახელი ფლინ კრისტოფერ ბლანჩარდ კოუპლენდ ბლუმია. მოდელმა შვილს კრისტოფერი პირველი შეყვარებულის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
მოდელს მეორე შვილი, ჰარტი, 2018 წლის 7 მაისს შეეძინა.

„სიტყვები ვერ ხსნის, რა ბედნიერები ვართ, რომ მივესალმებით ჩვენს ლამაზ შვილს ჩვენს ოჯახში. მირანდა თავს კარგად გრძნობს და ფლინი აღფრთოვანებულია, რომ დიდი ძმაა. გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის და სურვილებისთვის ამ განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში”, - განაცხადა მირანდას მეუღლემ, ეან შპიგელმა ინტერვიუში.
.jpg)
კერს მესამე ვაჟი, მაილსი, 2019 წლის 5 ოქტომბერს შეეძინა. 2023 წლის იანვარში მოდელმა დედობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობდა სამივე ვაჟით.
„მადლიერი ვარ, რომ მყავს სამი კეთილი, კარგი მანერების მქონე ბიჭი“.
.jpg)
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მირანდა კერი მალე მეოთხე შვილის დედა გახდება. მოდელმა ეს ამბავი ფანებს „ინსტაგრამის“ მეშვეობით შეატყობინა.
„აღფრთოვანებული ვარ, რომ მალე მეოთხე შვილი მეყოლება. და ის ბიჭია” - წერდა მოდელი.