"თუ რაიმე არ მოგწონთ, თქვით! გაჩუმება გამოსავალი არასდროსაა" - რას ამბობდა ზიგმუნდ ფროიდი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე - Marao

"თუ რაიმე არ მოგწონთ, თქვით! გაჩუმება გამოსავალი არასდროსაა" - რას ამბობდა ზიგმუნდ ფროიდი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე

2023-09-10 12:48:34+04:00

ზიგმუნდ ფროიდმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოანალიზის განვითარებაზე. ფროიდი არ იყო თეორეტიკოსი - მეცნიერი დაქორწინებული იყო და ექვსი შვილი ჰყავდა. მან დაინახა ქორწინების კავშირის ყველა ნაკლოვანება: 

„სასიყვარულო ურთიერთობაში არ შეიძლება ერთმანეთის დაზოგვა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ გაუცხოება. თუ არის სირთულეები, ისინი უნდა დაიძლიოს“, - ამბობდა ფროიდი. მას სჯეროდა, რომ არ უნდა დამალულიყო პარტნიორთან უკმაყოფილება მისი სიმშვიდის გულისთვის - ამას მხოლოდ პრობლემების გამოწვევა შეეძლო. ახლა ამას ბევრი დაეთანხმება, მაგრამ ოდესღაც რევოლუციურად ჟღერდა.