InStyle-თან საუბრისას შარლიზ ტერონმა აღიარა, რომ გარეგნობასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ რამეს ნანობს: „თხელი წარბები 90-იან წლებში."

ტერონის თხელი წარბები 1990-იანი წლების გლამურობის სიმაღლე იყო - უამრავი ქალი ცდილობდა მისთვის მიებაძა. მსახიობის თქმით, არ სურს გარეგნობაში რაიმე ცვლილებების შეტანა, და პირიქით, მოსწონს, როგორ იცვლება მისი სახე წლებთან ერთად.
"მომწონს როგორ იცვლება და ბერდება ჩემის სახე წლების განმავლობაში. ყველა ფიქრობს, რომ ცუდი პლასტიკური ოპერაცა გავიკეთე. სიმართლე კი ისაა, რომ უბრალოდ დავბერდი“ - ამბობს მსახიობი.
