მოდის სამყაროში ძმები გვასალიების სახელი უკვე ყველასთვის ცნობილია, მათთვისაც კი, ვინც არაა დაინტერესებული ამ სფეროთი. ძმები მოდის ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურებს წარმოადგენენ. მიუხედავად დემნა გვასალიას არაერთი წარმატებისა, ბევრმა დღემდე არ იცის, რომ მის წარმატებაში საკმაოდ დიდი წვლილი უმცროს ძმას, გურამ გვასალიას მიუძღვის. საერთაშორისო აღიარება სწორედ ძმასთან ერთად შექმნილმა ბრენდმა, სახელწოდებით „ვეტმანმა“ მოუტანა. მოდის სფეროთი გატაცებული ძმები გვასალიების კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდა და 2016 წელს Vetements-ი საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდად აღიარეს.

„არასდროს ეცადოთ, ვინმეს დაემსგავსოთ. გახსოვდეთ, რომ პატენტი, რაც უნდა კარგი იყოს, ორიგინალს ვერასდროს ჩაააცვლებს. იყავით ის, ვინც ხართ. დამიჯერეთ, ამაზე მაგარი არაფერია“
რაც შეეხება უშუალოდ ძმების ურთიერთობასა და ბრენდ Vetements-ს, ის 2019 წელს დემნამ დატოვა. მას შემდეგ Vetements -ის შემოქმედებითი და გენერალური დირექტორი გურამ გვასალიაა. ბოლო დროს საუბრობდნენ იმაზეც, რომ მათ შორის დაძაბულობაა, თუმცა თავად გურამსა და დემნას ამასთან დაკავშირებით საჯაროდ არაფერი უთქვამთ.
Vetements-ი აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და სულ ცოტა ხნის წინ გურამმა ყურადღება 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციით მიიპყრო. ჯულია რობერტსის წითელი კაბით ინსპირირებულ სამოსში ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გურამ გვასალიას კაბა კრიშტიანუ რონალდუს მეორე ნახევარმა, ჯორჯინა როდრიგესმა მოირგო.

მხრებზე გადასული წითელი დეკოლტე, გრძელი შლეიფი და თეთრი საოპერო ხელთათმანები იდელური კომბინაცია იყო ბრილიანტის სამკაულებთან.

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ