დღეს ჰოლივუდის ლამაზმანი შერონ სტოუნი 65 წლისაა და ამ ასაკში თავს აბსოლუტურად ჰარმონიულად გრძნობს. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. მსახიობს 40 წლის ასაკში გარდაუვალი სიბერის გამო კრიზისი პირველად შეექმნა.აღმოაჩინა, რომ აღარ იყო ისეთი ახალგაზრდა და ლამაზი, როგორც ადრე და დეპრესიაში ჩავარდა. ასე გაიხსენა შერონმა თავისი ცხოვრების ეს რთული პერიოდი ერთ-ერთ ინტერვიუში:
„როცა ორმოცი წლის ვიყავი, სააბაზანოში ჩავიკეტე ღვინით და ვუთხარი ჩემს თავს: არსად არ წავალ, სანამ არ მივიღებ ჩემს თავს ისეთად, როგორიც ვარ“.
სტოუნის დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობისადმი საშინელმა მოვლენამ შეცვალა. 2000-იანი წლების დასაწყისში მან ცერებრალური სისხლდენა განიცადა, რის შემდეგაც სასწაულებრივად გადარჩა. სწორედ მაშინ შერონის თავში ყველაფერი თავდაყირა დადგა: მან შეწყვიტა ფოკუსირება სახის წვრილ ნაოჭებზე, მთლიანად მიიღო და შეიყვარა თავისი ახალი მე და დაიწყო ცხოვრების ყოველი წუთის დაფასება.
”2001 წელს მქონდა ცერებრალური სისხლდენა, ამიტომ მშვიდად დაბერების ალტერნატივა ჩემთვის კარგად არის ცნობილი. შემდეგ ორ წელში თავიდან ვისწავლე სიარული, საუბარი და კითხვა. ამის შემდეგ ნაოჭებზე ნებისმიერი საუბარი სასაცილოდ მეჩვენება“- ამბობს მსახიობი.
შერონმა ისწავლა დაბერების პროცესით ტკბობა. სტოუნი არ ცდილობს ასაკის შენიღბვას და ახალგაზრდობის დევნას, არამედ უბრალოდ ცდილობს გამოიყურებოდეს რაც შეიძლება კარგად მისი ასაკისთვის.