სულ ცოტა ხნის წინ თეა დარჩიას უფროსმა ქალიშვილმა მარიამ მათიაშვილმაც იქორწინა. მისი მეუღლე დავით თოფურიაა. ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის "ამბასადორში" შედგა. რადგან მარიამმა დედის გზა გააგრძელა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა, ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით. წვეულება პატარა მომღერლებმა, ოთო ბაზერაშვილმა და ნიკოლოზ ხარატმა კიდევ უფრო გაახალისეს. საღამოს კი მუსიკალურად დავით გომართელი აფორმებდა. მარიამმა მეუღლესთან ერთად ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა. პატარძალმა დედასთან ერთადაც იცეკვა. მშვენიერი დღე გულის ფორმის ტორტის გაჭრითა და ფეიერვერკებით დასრულდა.
![](/media/uploads/2023/09-09/mariammat-1694272015.jpg)
მარიამის ქორწილს უამრავ სხვა ცნობილ სახესთან ერთად ნინო სუხიშვილიც ესწრებოდა. სოციალურ ქსელში მისი ცეკვის კადრებიც ვრცელდება.