ინტერნეტმომხმარებლები მსახიობ აარონ ტეილორ-ჯონსონისა და რეჟისორ სემ ტეილორ-ვუდის რომანს მრავალი წელია ადევნებენ თვალს. ასეთი წყვილები ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობენ და ხშირად კრიტიკასაც იმსახურებენ - როდესაც ურთიერთობა დაიწყეს, სემი 41 წლის იყო, აარონი კი 18 წლის.

ერთხელ ინტერვიუს დროს ტეილორ-ჯონსონმა აღიარა, რომ სემზე დაქორწინება მათი რომანის დაწყებიდან 1 თვეში გადაწყვიტა.
”მე ვოცნებობდი მასთან ოჯახის შექმნაზე, შვილების გაჩენაზე. გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ პირველ შვილზე იყო ორსულად“ - თქვა მსახიობმა ინტერვიუში.

აარონს პირველი შვილი 20 წლის ასაკში შეეძინა. მალე მეორე გოგონაც გაჩნდა. ის შემოქმედებითაა დაკავებული, ფილმებშიც თამაშობს, მაგრამ უფრო მეტ სიამოვნებას იღებს საოჯახო საქმეებიდან. ეს გადაწყვეტილება მისმა კოლეგებმა არაერთხელ გააკრიტიკეს. მთელი მსოფლიო გაოცებული იყო.

"აარონს უხარია, რომ არ მუშაობს, უყვარს ბავშვებთან სახლში ყოფნა, რაც მაძლევს კრეატიულობის შესაძლებლობას", - თქვა ერთხელ სემმა. ახლა მსახიობი 33 წლისაა, რეჟისორი კი 56.