ავსტრალიელი მსახიობი ჯეიკობ ელორდი ახლა კარიერის მწვერვალზე იმყოფება HBO-ს ცნობილ სერიალ "ეიფორიაში" შესრულებულმა როლმა მისი წარმატება კიდევ უფრო გაზარდა. გარდა საინტერესო სამსახიობო კარიერისა, ჰოლივუდში ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მამაკაცი, რომელიც გამორჩეული სტილით ხასიათდება. ელორდი ხშირად ირგებს ქალის სამკაულებსა და სხვა აქსესუარებსაც.
"იცით, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ მოსაწყენად ჩავიცვათ" - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი დამახასიათებელი ნიშანია ქალისა და მამაკაცის სამოსის ისეთი სინთეზი, რომელიც მხოლოდ მას უხდება და, ამავდროულად, ორივე სქესისთვის ინსპირაციის წყარო ხდება. აბრეშუმის პერაგები თუ ქალის ჩანთები, მამაკაცური სპორტული ფეხსაცმლის თანხლებით - ეს სწორედ მისი ხელწერაა.
მსახიობის მიდრეკილება დიზაინერული ჩანთების მიმართ და ასევე მისი ფართო კოლექცია მუდამ ყურადღების ობიექტია, ვერავინ იხდენს ისე მამაკაცურად "შანელის" მინი-ჩანთასა თუ "ბოტეგას" საკულტო მოდელებს, როგორც ამას ჯეიკობ ელორდი აკეთებს. მკაცრი მამაკაცური სტილის ეს მცირედი დეტალები, ჩანთები თუ სხვადასხვა აქსესუარი, სტილს მეტად საინტერესოს და ინდივიდუალურს ხდის. მისი პაპარაცული ფოტოებისთვის თვალის გადავლება საკმარისია იმისათვის, რომ შევამჩნიოთ მისი სიყვარული არა მხოლოდ "ბოტეგა ვენეტას", არამედ ზოგადად, ძვირფასი და ტრენდული მინი-ჩანთების მიმართ.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ