"უკვე 11 წელი გავიდა, რაც "ნიჭიერის" გამარჯვებული გავხდი.ეს იყო 2012 წელს... ჩემს ცხოვრებაში ამ პროექტმა იმდენად დიდი ცვლილება მოახდინა, რომ ჩემს თავს სამჯერ დაბადებულს ვეძახდი.
"ნიჭიერამდე" ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი იყო. 16 წლის ასაკში მომიტაცეს და გავხდი ცოლი. იმდენად პატარა ვიყავი და იმდენად გაუაზრებელი იყო ეს ყველაფერი, რომ ახლა ძალიან მიჭირს მაშინდელი ჩემი თავის დანახვა, ხშირად ვსაყვედურობ საკუთარ თავს, ასე რატომ მოვიქეცი, მაგრამ, ალბათ, ძალიან პატარა ვიყავი.

ახლა მყავს 3 შვილი. ჩემი უფროსი შვილი 21 წლისაა, შუათანა - 19-ის და პატარა - 10 წლის. მაშინ ძალიან დათრგუნული ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი, მჭირდებოდა საკუთარი თავის აღმოჩენა, დამტკიცება, რომ რაღაც შემეძლო. ახლა, როცა ჩემს განვლილ რთულ გზას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო", - ამბობს ნონა გიუნაშვილი, "ნიჭიერის" 2012 წლის გამარჯვებული palitravideo-სთან ინტერვიუში.
ვიდეოს სანახავად გახსენით ლინკი