კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, მოდის სამყაროში წლის მთავარ ღონისძიებაზე! 2023 წლის 7-10 სექტემბერს Conrad Downtown New York-ში მისულ სტუმრებს დაუვიწყარი შოუ დახვდათ, სადაც ახალი კოლექციების, მოდის ახალი ტენდენციებისა და მდიდრული საღამოების მონაწილეები გახდნენ.

არაერთ ცნობილ მოდელთან ერთად, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გამოჩნდა. მან Ulla Johnson-ისა და COS-ის სამოსი მოირგო.

გასული თვე მოდელისთვის მეტად საინტერესო და წარმატებული იყო. აგვისტოს ბოლოს Gucci-მ სათვალის ხაზის ახალი სარეკლამო კამპანიის ფოტო- და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ფოტოგრაფ ეზრა პეტრონიოს ობიექტივში ახალგაზრდა ქართველი მოდელიც მოხვდა.