რას წერს ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას დიდ წარმატებაზე - ქართველი ვარსკვლავი ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული - Marao

რას წერს ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას დიდ წარმატებაზე - ქართველი ვარსკვლავი ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული

2023-09-15 09:55:10+04:00

ხვიჩა კვარაცხელია ნომინირებულია ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე - ინფორმაციას მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაცია ავრცელებს. 

"ოსიმენი და კვარაცხელია სპალეტის „ნაპოლის“ ორი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, პირველი 36 გოლის შექმნაში მონაწილეობდა, მეორე – 31 გოლში. ფიფა-მ დღეს გამოაცხადა, რომ წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოს 12 ნომინანტი გამოვლინდა, მათ შორის ოსიმენი და კვარაცხელიაა" - წერს იტალიური ვებგვერდი football-italia.

სასიხარულო ინფორმაციას ხვიჩას საცოლე, ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში აზარებს.