ხვიჩა კვარაცხელია ნომინირებულია ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე - ინფორმაციას მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაცია ავრცელებს.
"ოსიმენი და კვარაცხელია სპალეტის „ნაპოლის“ ორი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, პირველი 36 გოლის შექმნაში მონაწილეობდა, მეორე – 31 გოლში. ფიფა-მ დღეს გამოაცხადა, რომ წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოს 12 ნომინანტი გამოვლინდა, მათ შორის ოსიმენი და კვარაცხელიაა" - წერს იტალიური ვებგვერდი football-italia.
სასიხარულო ინფორმაციას ხვიჩას საცოლე, ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში აზარებს.
