ნათია ბანძელაძისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ქალიშვილი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. მას წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, ახლა კი მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. მან რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე იქორწინა და წყვილს უკვე ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. ნანუკა ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს და რჩევებს თავის მოვლასთან, ორსულობასა და დედობასთან დაკავშირებით გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ის სამშობლოდან შორს ცხოვრების ამოციებსა და განცდებზე წერს:
“რომ მგონია, 13-საათიანი სამუშაო დღე დასასრულს მიუახლოვდა, დავისვენებ, საჭმლის მომზადება-ჭამა-დაბანა-დაძინება-გამოცვლა-ბავშვების გართობა-დევნა-ზრუნვა უსაფრთხოებაზე (პს: რომელიც 24-საათიანია) და წამოვწვები, მინიმუმ ფიზიკურად გათიშვამდე (დაძინებამდე), 40 წთ-1 საათი მაინც მექნება საკუთარ თავთან მარტო ყოფნის ფუფუნება. იღვიძებს 2 -დან ხშირ შემთხვევაში პატარა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ მთელი დღე კარგად ქცევის, დედასთან ანგარიშგაწევის სანაცვლოდ სწორედ ახლა დადგა მისი კუთვნილი დრო, ის დრო, როცა თავის უფროს დასთან არ მოუწევს დედის გაყოფა. ის 40 წუთი ზემოხსენებული, აი, საკუთარი თავისთვის რომ გამოვყავი, მისთვის ყველაზე ტკბილია. ავა ამ დროს დედიკოსთან ხელებში მარტო რჩება, ან უბრალოდ იმ 40 წუთს სიმშვიდეში დედას გვერდზე გაატარებს.
ნამდვილად საკუთარი არჩევანი იყო აივის და ავას დაბადების წამიდან მათი თავად აღზრდა. იცის ყველა დედამ, დამხმარით თუ მარტო მყოფმა, რამხელა ფიზიკური თუ მენტალური რესურსი სჭირდება ბავშვის გაზრდას და კიდევ უფრო მეტი - აღზრდას... და მაინც, რა არის ბედნიერება? რა არის დედად გამხდარი ქალის მისია? მარტო ქალმა იცის, რა უსაზღვროა ჩვენი შესაძლებლობა. უბრალოდ, ჩვენ 100% ვიცით, როგორია დედის ერთი დღე და კიდევ უფრო კარგად ვიცით, რამხელა რესურსი გვაქვს თვითგანვითარების. მაშინ, როცა ვარ იმ ადგილას, სადაც ჩემი შესაძლებლობები 100% შემიძლია გამოვხატო ყველა დარგში, სწორედ აქ იხარშება და იქმნება ყველაფერი ის, რაც შემდეგ ზიარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში. ზუსტად იქ ვარ, სადაც 1 ადამიანზე 10 000 კაცი კიდევ უფრო ნიჭიერი, კიდევ უფრო დიდი გამოცდილების მქონე, უხილავად გებრძვის, თუმცა მაინც, ამ ქვეყანაში ყველასთვის მოიპოვება წარმატებაც და ადგილიც...
ეს სტატუსი არაფრით არაა დეპრესიული სახის, არაფრით არ კნინდება არც ერთი წამით დედას, ბებოს, ელგას, ნიკას თუ სხვადასხვა ოჯახის წევრის დახმარების საათები, რაც ბავშვებისთვის დაუთმიათ. ყველა მათგანის მადლიერი ვარ. უბრალოდ, ალბათ, ადამიანის ბუნება ითხოვს ხანდახან სახალხოდ "ჩამოჯდომას", ფარულად ხელის გადახვევას და საჯაროდ გაზიარებას საკუთარი გამოცდილების თუ ერთი ჩვეულებრივი გრძელი დღის...“ - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.