"დღიურის დაწერა ჩემთვის ძალიან უცნაური გამოცდილებაა. არამხოლოდ იმიტომ, რომ აქამდე არასდროს არაფერი დამიწერია, არამედ იმიტომაც, რომ მგონია, 13 წლის გოგოს ანარეკლით არავინ დაინტერესდება"
ერთადერთი, ალბათ, რაშიც შეცდა, სწორედ ეს ციტატაა. მისი ოცნება, გამხდარიყო მწერალი, ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად, რელობად იქცა. საკუთარი დღიურით მან ამხილა ფაშისტური რეჟიმი და ბევრისთვის მაგალითად იქცა უსამართლობასთან ბრძოლაში.
ანა ფრანკი ებრაული წარმოშობის გერმანელი გოგონაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომისა და ნაცისტების მსხვერპლი გახდა. ის, მისი ოჯახთან ერთად, წლების განმავლობაში იმალებოდა ნაცისტების მიერ ამსტერდამის ოკუპაციის დროს. მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, რადიოთი გადმოსცემდნენ, რომ საბჭოთა ჯარები ნაცისტებს ამარცხებდნენ. ხალხს იმედი მიეცა, რომ ორწლიანი წვალება დასრულდებოდა და ზოგიერთი მათგანი სამალავსაც ტოვებდა. 1944 წლის 4 აგვისტოს, როცა ანა ფრანკის მამა, ოტო, ვაჟის მეგობრებს სამალავში ინგლისური ენის გრამატიკის გაკვეთილს უტარებდა, ნაცისტებმა მათი სამალავი იპოვეს. ანა ფრანკის მამა დაკავებული 8 ადამიანიდან ერთადერთია, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს გადაურჩა.
ბოლო ჩანაწერი ანა ფრანკმა დღიურში 1944 წლის 1 აგვისტოს დაწერა. სამი დღის შემდეგ გერმანიის ხელისუფლებამ საიდუმლო დანართი აღმოაჩინა, ყველა, ვინც იმალებოდა, გადაიყვანეს სატრანზიტო საკონცენტრაციო ბანაკში, რომელიც ვესტბორკის სახელითააა ცნობილი. ბანაკში ყოფნისას, ანას დედა გარდაეცვალა. ანა და მისი და გადაიყვანეს ბერგენ-ბელზენში. სწორედ აქ იყო მოდებული ტიფის დაავადება. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დაავადება, რომელმაც ანნა იმსხვერპლა, ცნობილი არ არის, ითვლება რომ ის ეპიდემიის მსხვერპლი გახდა, სწორედ იმ ვირუსის, რომელიც ბერგენ-ბელზენში იყო გავრცელებული.
ანა ფრანკი საკუთარ განცდებზე წერდა. როგორც მის სხვა თანატოლებს, მასაც ჰქონდა ქაოტური გრძნობები ოჯახის, მეგობრებისა თუ, ზოგადად, ცხოვრების დინების მიმართ, მაგრამ მისმა სიღრმემ და დახვეწილმა ლიტერატურულმა შესაძლებლობებმა, მომავლის იმედთან ერთად, მისი ჩანაწერები მსოფლიო საგანძურად აქცია.
ალბათ, 13 წლის ანა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ დაბადების დღეზე საჩუქრად მიღებული დღიური და მასში გაკეთებული ჩანაწერები მსოფლიოს შეცვლიდა.
მას შემდეგ, რაც ოტო ფრანკმა წაიკითხა ქალიშვილის დღიურში ჩაწერილი ამბები, ის ფიქრები, მოგონებები, თუ გეგმები, გადაწყვიტა, შვილის სურვილი, გამხდარიყო მწერალი, აესრულებინა, მისი გამოცდილება გაეზიარებინა ადამიანებისთვის და თვალსაჩინო გამხდარიყო რეჟიმის მანკიერი სახე, ის გზა, რაც მალვაში მყოფმა ადამიანებმა გაიარეს და, მიუხედავად სირთულეებისა, ჯოჯოხეთური ყოფისა, იმედი არასდროს დაუარგავთ. როგორც ლიტერატურული ნამუშევარი, ანა ფრანკის დღიური ოკუპაციის ჰოლანდიური გამოცდილების განმსაზღვრელ სიმბოლოდ იქცა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც ანა ფრანკის ნაწერებს აქვს, არის იმ პერიოდის აღწერა, რომელშიც მისი ტრანსფორმაციაა მოცემული, როგორ იცვლება მისი ფიქრები, დამოკიდებულებები და საკუთარი თავის აღმოჩენის საინტერესო ეტაპები.
სწორედ ანა ფრანკის დღიურები გახდა თანამედროვე ახალგაზრდა მწერლის David Gilham ინსპირაცია დაეწერა “Annelies”, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ანა ფრანკის მიერ დატოვებული დღიურების მნიშვნელობა. ამ წიგნს განსაკუთრებულს ხდის ავტორის გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს ანას სიცოცხლე და გააგრძელოს ის.
„ყველაზე რთულია, მიუხედავად დარდისა და სასოწარკვეთილებისა, გამოიყურებოდე და მოიქცე ჩვეულებრივად. საუბრობდე ძველებურად, ეხმარებოდე სხვებს და, რაც მთავარია, იყო "ცოცხალი“.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ