უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი დამკვიდრდა. ოტიამ და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან.
ნუცას ცოტა ხნის წინ პირველი შვილი შეეძინა. პატარა დაჩის ფოტოებს დედა "ინსტაგრამზე" ხშირად გვიზიარებს. ამჯერად ნუცა შვილის ნათლობის ფოტოებს გვიზიარებს, რომელსაც ნათლობაზე ბაბუის მსგავსი სამოსი ჩააცვა:
„ბევრი არ მიფიქრია დაჩის ნათლობაზე რა უნდა სცმოდა..
გონებაში წარმოდგენილი მქონდა დიდი ოტიას განუყრელი კიტელის (ასე ეძახდა) მიხედვით როგორი იქნებოდა პატარა იოსელიანის სამოსი…
ზუსტად ის გამოვიდა რაც მინდოდა
მადლობა ამისთვის ჩემს და სალომეს და დედაჩემის მეგობარ ნონა ბაღიაურს, რომლებმაც ასე დისტანციურად მომიკვარახჭინეს საქმე.
თავად მწერალს კი წყალტუბოს მთავარი შემოქმედი ადამიანი ნანა მანაგაძე უკერავდა ამ სამოსს. ერთხელ ნანაზე უფრო სიღრმისეულად მოგიყვებით, აუცილებლად ყველა უნდა იცნობდეს მის ნიჭიერებას…
მანამდე კი ეს ამბავი შემიფასეთ
– როგორ მოგწონთ პატარა იოსელიანის სამოსი?
– გინდათ გადავიღო ნათლობის დეტალებზე ერთი სიღრმისეული ვიდეო?“ – წერს ნუცა ცისკარიშვილი და ფოტოს გვიზიარებს.