ქალი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია! ბიონსე გინესის რეკორდების წიგნში უკვე მეათედ მოხვდა - Marao

ქალი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია! ბიონსე გინესის რეკორდების წიგნში უკვე მეათედ მოხვდა

2023-09-18 17:16:54+04:00

წელს ბიონსემ გინესის რეკორდების წიგნში ათზე მეტი ჩანაწერი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Rolling Stone ავრცელებს. მომღერლის ახალმა ალბომმა Renaissance-მა რამდენიმე რეკორდი მოხსნა.

პოპ დივას ყველა ალბომმა მსოფლიო რეიტინგის პირველი ადგილი დაიკავა, წელს ბიონსემ ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავა, ექვსმა ალბომმა მიიღო გრემი - მომღერლის დამსახურებების სია შეიძლება გაუთავებელი იყოს. ის ახლახან შეიყვანეს გინესის მსოფლიო რეკორდების დიდების დარბაზში, რომელშიც ასევე შედიან BTS, გრეტა ტუნბერგი და სიმონე ბაილსი.