მსახიობ ბუბა ჭოღოშვილისა და ნანკა გვარიშვილის წყვილი, რომელიც საცხოვრებლად სოფელში გადავიდა: "თავდაპირველად სახლში რომ შემოვედით, თავზე გვენგრეოდა ყველაფერი" - Marao

მსახიობ ბუბა ჭოღოშვილისა და ნანკა გვარიშვილის წყვილი, რომელიც საცხოვრებლად სოფელში გადავიდა: "თავდაპირველად სახლში რომ შემოვედით, თავზე გვენგრეოდა ყველაფერი"

2023-09-19 14:38:40+04:00

ბუბა ჭოღოშვილს საზოგადოება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იცნობს, მომღერალ ნანკა გვარიშვილს კი - პროექტ "მხოლოდ ქართულიდან“. წყვილმა ერთმანეთი თეატრში, „მე გადმოვცურავ ზღვას“ დაგეგმვისას გაიცნო და მათი ისტორიაც სწორედ აქედან დაიწყო. „უცებ კარი გაიღო და შემოანათა. მანდ მოხდა ჩემი პირველი - "ეს ვინ არის?!" ეტაპობრივად დავახლოვდით.“ - ამბობს ბუბა. წყვილი უკვე რამდენიმე თვეა, ნანკას ბაბუის სახლში, სოფელ დიდგორში გადავიდა საცხოვრებლად, რვა ძაღლთან და ორ კატასთან ერთად დაიწყეს ოჯახის შენება. ქალაქგარეთ ცხოვრება ორივეს ოცნება იყო და ამ მიზნის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთეს. მიუხედავად ბევრი სირთულისა, სიყვარულის დახმარებით ყველაფერი შეძლეს.

 

 „ეს სახ­ლი არის ჩემი დიდი დიდი ბა­ბუ­ის აშე­ნე­ბუ­ლი. ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ ქა­ლა­ქა­რეთ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. ბევ­რად უფრო ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძრო­ხის ხმა მაღ­ვი­ძებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბუ­ბაც იგი­ვეს ფიქ­რობ­და. მე ამ მიზ­ნის­კენ ისე ვის­წრა­ფო­დი, რომ ღო­ბეც კი გა­ვა­კე­თე ამ სახ­ლში. ამა­სო­ბა­ში შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და გა­დავ­წყვი­ტეთ, ერ­თად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ღობე რომ გა­ვა­კე­თე და თავ­და­პირ­ვე­ლად სახ­ლში რომ შე­მო­ვე­დი, თავ­ზე მენგრე­ო­და ყვე­ლა­ფე­რი. ბუ­ბამ მი­თხრა, მოდი, ერ­თად მივ­ხე­დოთ ამ სახ­ლს და გა­ვა­ცო­ცხლო­თო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი ადა­მი­ა­ნის­გან მა­გა­რი გუნ­დი შე­იკ­რა,“ - ამბობს ნანკა. 

„შუადღის“ ინტერვიუში წყვილმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ისაუბრა.  ყველა იმ დაბრკოლებაზე, რაც სახლის განახლებისას შეხვდათ, მაგრამ, საბოლოოდ, მოაწყეს მათთვის საყვარელი „ბუნაგი“.