ძნელად თუ ნახავთ ადამიანს, რომელმაც ორქიდეა ნახა და მისი სილამაზით არ მოიხიბლა, არ მოუნდა, რომ სახლში თავადაც ჰქონოდა, მაგრამ მისი მოვლა საკმაოდ რთულია. ეს საოცარი მცენარე იმდენად უნიკალურია, რომ ნამდვილად დანაშაული იქნება, თუ მათ ჩვეულებრივ აყვავებულ მცენარეს დავუძახებთ. ისინი, ვინც ამ ეგზოტიკურ ვარსკვლავს მხოლოდ შორიდან იცნობენ, იციან, რომ მათი მოვლა ძალიან რთულია. დღეს გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ ორქიდეის მოვლისთვის.
გაარკვიეთ ყვავილის ასაკი - სხვადასხვა ჯიშის ორქიდეა, სხვადასხვა ასაკის შეიძლება იყოს. აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ყვავილი ახალგაზრდაა იმისათვის, რომ დიდხანს ყვაოდეს.
ხშირად არ გადააადგილოთ - ორქიდეას არ მოსწონს მცირე გადაადგილებაც კი, რადგან ის სხვადასხვანაირად რეაგირებს სინათლეზე. თუ მაინცდამაინც საჭიროა ქოთანის ადგილის შეცვლა, ეცადეთ ზუსტად ისე დადოთ, როგორც თავდაპირველად იყო. ასევე, არ გადააადგილოთ მორწყვის დროს. მოძრაობა მის ზრდაზე უარყოფითად აისახება.
ყურადღება მიაქციეთ ფესვებს - ორქიდეის ფესვები აქტიურად არიან ჩართულნი ფოტოსინთეზის პროცესში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სინათლით უზრუნველყოფა. ვინაიდან რეკომენდებული არ არის მისი გადაადგილება, საკმარის სინათლეზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. კერძოდ, კერამიკული ქოთანის ნაცვლად, გამოიყენეთ პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერები, სადაც სადრენაჟო ხვრელები დიდი რაოდენობითაა. მათ ფესვებს განსაკუთრებულობას ანიჭებს უთანასწორო ზედაპირს, ამიტომ ეცადეთ კონტეინერიც ამის მიხევდით შეარჩიოთ. გარდა ამისა, მკვეთრმა კიდეებმა შეიძლება დააზიანოს ფესვთა სისტემა.
იზრუნეთ განათებაზე - მაშინ, როდესაც ბუნებრივად არ არის საკმარისი სინათლე, ორქიდეა უნდა გაანათოთ ხელოვნური ნათურებით. მას სინათლე უნდა მიეწოდებობდეს დღე-ღამეში 10-12 საათის მანძილზე.
დასაშვები ტემპერატურა - იმისათვის, რომ ორქიდეამ კარგად იყვავილოს, ოთახის ტემპერატურა ღამით უნდა იყოს 4-6 გრადუსი. იმაზე ნაკლები, ვიდრე დღის განმავლობაშია. გვიან გაზაფხულზე, შემოდგომის დასაწყისში, ორქიდეა შეიძლება გარეთაც ამყოფოთ, სადაც ტემერატურა დღისით და ღამით ბუნებრივად განსხვავდება, თუმცა ეცადეთ, ბევრი გადაადგილება თავიდან აიცილოთ.
სწორად შეარჩიეთ სასუქი - აუცილებელია გამოიყენოთ ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქები. ის ხელს შეუწყობს ორქიდეას გაძლიერებას და გამოიტანს ძლიერ ყვავილებს. თუ აზოტის შემცველობას დაუმატებთ, ეს მისთვის საუკეთესო იქნება. ის დაიცავს ორქიდეას გაფუჭებისგან.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ