თუ ზოგადად კმაყოფილი ხართ თქვენი ფიგურით, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოდნავ მოდუნდით კვების მხრივ და აშკარად მოიმატეთ წონა, ფორმაში დაბრუნების ეს მეთოდი შექმნილია მხოლოდ თქვენთვის.
თქვენ არ გჭირდებათ მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა დიეტაში. მთავარია, ყოველ დილით ეს სასმელი დალიოთ - ის სწრაფად გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან. თუმცა, ასეთ შვრიის დიეტაზე ერთ კვირაზე მეტ ხანს დარჩენას ნამდვილად არ გირჩევთ.
როგორ მოვამზადოთ და დავლიოთ შვრიის სასმელი:
• 200 გრამ შვრიას დაასხით 1 ლიტრი წყალი (სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ რძე, თაფლი ან ქიშმიშიც);
• გააჩერეთ გაზქურაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში;
• შემდეგ გამორთეთ, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში;
• გაწურეთ მასა საცრის გამოყენებით;
• მზა სასმელი შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ დილით ჭამამდე 30 წუთით ადრე.