არმანი
ჯორჯო არმანიმ არაერთხელ აღიარა, რომ მისი ოჯახის წევრები არიან მისი მთავარი თანაშემწეები და თანამოაზრეები არმანის სახლის მართვაში.
იტალიელმა დიზაინერმა თავისი იმპერია 1975 წელს დააარსა. მას შემდეგ მოდის დიზაინერის ქონება გაიზარდა. 8,5 მილიარდი დოლარის ქონებით ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია იტალიაში და ჟურნალ Forbes-ის მიხედვით პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 131-ე ადგილს იკავებს. ბრენდი Giorgio Armani აწარმოებს არამხოლოდ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, არამედ კოსმეტიკას, სუნამოებსა და ინტერიერის ნივთებს. იტალიურმა სახლმა გახსნა რესტორნებისა და სასტუმროების ქსელი. კომპანიაში მუშაობს დიდი ოჯახის თითქმის ყველა წარმომადგენელი: მისი და როსანა, ასევე დისშვილები სილვანა და რობერტა.
ფერაგამოს ოჯახი
სალვატორ ფერაგამო ნამდვილი საოცრება იყო მოდის სამყაროში - 13 წლის ასაკში მან უკვე გახსნა საკუთარი ფეხსაცმლის სახელოსნო. ძველი ჰოლივუდის ბევრ მსახიობთან მეგობრობისა და მუშაობის წყალობით, მას „ვარსკვლავების ფეხსაცმლის მწარმოებელს“ ეძახდნენ. 1960 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, სალვატორ ფერაგამოს ქვრივმა, ვანდამ აიღო მიმდინარე საქმეები და გააფართოვა კომპანია და ფეხსაცმლის გარდა, დაიწყო აქსესუარების, სუნამოების, საათების და, რა თქმა უნდა, ტანსაცმლის წარმოება. კომპანია ამჟამად ფერაგამოს ოჯახს - სალვატორეს ქვრივს და მათ ხუთ შვილს ეკუთვნით.
მისონის ოჯახი
უკვე 69 წელია, ისინი ლიდერები არიან ნაქსოვი ტანსაცმლის წარმოებაში. ოტავიო მისონი და როზიტა გელმინი ერთმანეთს 1948 წლის ოლიმპიადაზე შეხვდნენ. ხუთი წლის შემდეგ, წყვილი დაქორწინდა და ნაქსოვი ნივთების წარმოებისთვის პატარა სტუდია გახსნეს, რომელიც მალევე გადაიქცა ცნობილ სახლად.
ლორენის ოჯახი
ტყუილად არ არის, რომ რალფ ლორენს "მოდის ლეგენდას" უწოდებენ, რადგან მან შექმნა მთელი მოდის იმპერია, რომელიც თითქმის 50 წლის წინ დაიწყო ჰალსტუხების წარმოებით. დღეს Ralph Lauren House აერთიანებს რამდენიმე ხაზს, რომლებიც აწარმოებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, სუნამოებს, ავეჯს და სხვას. 2015 წელს რალფ ლორენმა გამოაცხადა, რომ კომპანიის მთავარი კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებდა.
პრადა-ბერტელის ოჯახი
1913 წელს მარიო პრადამ იტალიაში ტყავის ნაწარმის მაღაზია გახსნა. 45 წლის შემდეგ, მისმა შვილიშვილმა მიუჩია პრადამ ის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიანად აქცია მსოფლიოში და 1992 წელს გამოუშვა ბრენდი Miu Miu. ფინანსურ საკითხებში მისი მთავარი მენტორი იყო მისი ქმარი, პატრიციო ბერტელი.