როგორ ამოვიცნოთ ნარცისი პარტნიორი და რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ასეთმა ურთიერთობამ - Marao

როგორ ამოვიცნოთ ნარცისი პარტნიორი და რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ასეთმა ურთიერთობამ

2023-09-26 13:12:18+04:00

ფსიქოლოგები სულ უფრო ხისტად საუბრობენ თემაზე, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ნარცისი მეორე ნახევარი, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მსგავს დამოკიდებულებას ურთიერთობაზე და რა უნდა გაკეთდეს ასეთი ურთიერთობის გამოსასწორებლად.

"ნარცისის" ცნება ბევრისთვის ლამაზად ჟღერს, რადგან ის ასოცირდება მშვენიერი ახალგაზრდის მითიურ ისტორიასთან, რომელიც საკუთარ თავს უყურებდა და ყვავილად იქცა. თუმცა, სინამდვილეში, ნარცისიზმი პიროვნების საკმაოდ სერიოზული ფსიქოპათოლოგიაა. სხვების დათრგუნვით, ისინი ცდილობენ გათავისუფლდნენ დაძაბულობისა და  შიდა კომპლექსებისაგან. სტერეოტიპულია იმის დაჯერება, რომ ნარცისი არის გადაჭარბებული თვითშეფასების მქონე ადამიანი. ეს ასე არ არის: ნარცისიზმით დაავადებული ადამიანი უკიდურესად დაბალი თვითშეფასებით ხასიათდება და სწორედ ამ გზით ცდილობს ამ სიცარიელის შევსებას. 

ნარცისიზმის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება - ბავშვში, რომელიც იზრდება ოჯახში, სადაც მას მუდმივად ამცირებენ და თავს დამნაშავედ აგრძნობინებენ. ასევე, მეორე გავრცელებული სიტუაციაა, როდესაც  მშობლები იშვიათად აქებენ შვილს, რომ არ გახდეს ამპარტავანი. სამწუხაროდ, ამ დროს საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს: შემდეგ, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ნარცისი ადამიანი სხვებისგან აღიარებას ითხოვს, რადგან აქვს თვითშეფასების პრობლემა. 

თავდაპირველად მათთან ურთიერთობა შეიძლება მიმზიდველი და საინტერესო ჩანდეს. როგორც წესი, ისინი ყველაზე საინტერესო მამაკაცები არიან ურთიერთობაში. მაშინ, როდესაც ძალადობის გზით იწყებს მამაკაცი ნარცისიზმის გამოვლინებას, ქალი უკვე ღრმად არის შეყვარებული. 

ნარცისის ქმედებები საქანელას ჰგავს: 2-3 დღის მანძილზე უკიდურესად მზრუნველია, მერე - აგრესიულია. ნარცისული ქცევის პირველი ნიშანი პარტნიორის მკაცრი კრიტიკაა. მამაკაცი გმობს მეორე ნახევრის გარეგნობას, ტანსაცმელს, ქცევას, ამცირებს მას. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნარცისი კვლავ აჩვენებს თავის კარგ მხარეს. მუდმივი ემოციური რყევები აფუჭებს ქალის ფსიქიკას. ყალიბდება დამოკიდებულება, რომელშიც გოგონა რჩება მანამ, სანამ არ დაკარგავს საკუთარი თავის პატივისცემას. ის მშვიდად იქცევა, რათა არ გამოიწვიოს ძალადობის ქარიშხალი. იგი იძენს რწმენას, რომ შეუძლია დაეხმაროს მამაკაცს ეგოცენტრიზმის დაძლევაში და გადაარჩინოს იგი. მაგრამ ეს გრძნობა მხოლოდ აძლიერებს დამოკიდებულებას. პარტნიორი ეძებს რაიმე რაციონალურ ახსნას საყვარელი ადამიანის ქცევებში, იწყებს  კარგ მომენტებზე მიჯაჭვულობას, რაც კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის ამ ურთიერთობაზე.

ამ ურთიერთობის გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ თუ თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევები ძალიან ჰგავს ნარცისიზმით შეპყრობილი ადამიანის ქცევებს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად იქნება. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვა ბევრი კარგი თვისებაც აუცილებლად ექნებათ. ყოველთვის დარჩით მოწოდების სიმაღლეზე, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს მათ კრიტიკას, თუმცა თავად ყოველთვის იყავით კრიტიკულები მათ მიმართ. რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

როგორ შეგიძლიათ დაიბრუნოთ საკუთარი თვითშეფასება ნარცის ადამიანთან ურთიერთობის შემდგომ:

  • ყოველთვის დაინახეთ მათი დანაშაული; ეცადეთ, ნაკლებად ფოკუსირდეთ თქვენსაზე;
  •  ხშირად გაიხსენეთ, რა მოგწონთ საკუთარ თავში;
  • მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი სიყვარული მარტივია, თქვენ იმსახურებთ სიყვარულს;
  • გააანალიზეთ და გაიარეთ მათი დანაშაულები, ის ტრავმები, რაც ამ ურთიერთობაში მოგაყენეს; 
  •  ხშირად ისაუბრეთ პირად გამოცდილებაზე, გაუზიარეთ ის გარშემომყოფებს.

მსგავსი გამოცდილება დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ და დააფასოთ საკუთარი თავი, მეტად გიყვარდეთ და მოუაროთ მას. საკუთარი თავის სიყვარული ის ერთ-ერთი გზაა, თუ როგორ განიკურნოთ ურთიერთობისგან მოყენებული ზიანისგან. მაშინ, როდესაც შეწყვეტთ მათ გაკულტებას, აღარ გამოკვებავთ ურთიერთობას ენერგიით, დაანახებთ საკუთარ რელურ სახეს, მაშინვე გათავისუფლდებით მსგავსი ურთიერთობისგან.