"ფენომენალური" - ნიცა თავაძის ახალი ფოტოები და ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი მიძღვნილი გოლი მეუღლეს - Marao

"ფენომენალური" - ნიცა თავაძის ახალი ფოტოები და ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი მიძღვნილი გოლი მეუღლეს

2023-09-28 09:42:31+04:00

გუშინდელი საღამო ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ემოციური აღმოჩნდა. სე­რია A-ს მე­ექ­ვსე ტურ­ში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "უდი­ნე­ზეს" უმას­პინ­ძლა და გამარჯვება ანგარიშით 4:1 მოიპოვა. 

სპორტული გამოცემები წერენ, რომ ეს ხვიჩასთვის სეზონის საუკეთესო მატჩი იყო. მისი ორი დარტყმა კარისკენ ძელმა შეაჩერა, მაგრამ ქართველმა გოლის გატანა 74-ე წუთ­ზე მაინც შეძლო და ეს გოლიც, ტრადიციულად, ყველასთვის კარგად ნაცნობი ჟესტით მეუღლეს, ნიცა თავაძეს მიუძღვნა. 

სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" წარმატებას ნიცა თავაძეც გამოეხმაურა. მან ქართველი ფეხბურთელის ფოტოები გამოაქვეყნა: "ფენომენალური" - წერს ის მეუღლის შესახებ.