გუშინდელი საღამო ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ემოციური აღმოჩნდა. სერია A-ს მეექვსე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "უდინეზეს" უმასპინძლა და გამარჯვება ანგარიშით 4:1 მოიპოვა.
სპორტული გამოცემები წერენ, რომ ეს ხვიჩასთვის სეზონის საუკეთესო მატჩი იყო. მისი ორი დარტყმა კარისკენ ძელმა შეაჩერა, მაგრამ ქართველმა გოლის გატანა 74-ე წუთზე მაინც შეძლო და ეს გოლიც, ტრადიციულად, ყველასთვის კარგად ნაცნობი ჟესტით მეუღლეს, ნიცა თავაძეს მიუძღვნა.
სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" წარმატებას ნიცა თავაძეც გამოეხმაურა. მან ქართველი ფეხბურთელის ფოტოები გამოაქვეყნა: "ფენომენალური" - წერს ის მეუღლის შესახებ.

