ამერიკელი მსახიობი და ბიზნესვუმენი გვინეტ პელტროუ იუბილარია, მსახიობი 51 წლის გახდა. ის ვარსკვლავთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც სახელი არა მხოლოდ დაუვიწყარი როლებით, არამედ არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით გაითქვა.
გვინეტი ხშირად ესწრება მოდისა თუ კინოს მნიშვნელოვან ღონისძიებებს და ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურება. მსახიობი ხშირად ირგებს სხვადასხვა გლამურულ ბრენდს და საოცარ "ლუქებს" გვთავაზობს. გულშემატკივრებს ის ასევე აქტიურად უზიარებს სილამაზის საიდუმლოებებსა და რჩევებს კვების რაციონთან დაკავშირებით.
გვინეტი ყოველთვის გულახდილად საუბრობს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გამომწერებს საინტერესო რჩევებსაც ხშირად აძლევს. "მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ამ თემას, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“
გთავაზობთ მსახიობის გამორჩეულ და დასამახსოვრებელ მომენტებს წითელი ხალიჩიდან:






მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ