სამსახიობო ნიჭის გარდა ბრიჯიტ ბარდო განსაკუთრებული სტილითაც გამოირჩეოდა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული მსახიობის საიდუმლოს, რამაც ის სტილის ხატად აქცია.
ჟილეტი

ბარდომ ჟილეტების ტარებას სწორ შარვალთან ან ჯინსებთან ერთად ამჯობინებდა. ერთი შეხედვით მარტივი კომბინაცია იმ წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დიდწილად მსახიობის წყალობით.
ბალეტის ფეხსაცმელი

ფაქტია, რომ მსახიობობამდე ბრიჯიტი კლასიკურ ბალეტს სწავლობდა და ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ცეკვისთვის განკუთვნილი კომფორტული ფეხსაცმლით. ფილმის "და ღმერთმა შექმნა ქალი" გადაღებამდე, ბრიჯიტმა მიმართა დიზაინერ როუზ რეპეტოს, რათა სპეციალურად მისთვის გაეკეთებინა წითელი ბალეტის ფეხსაცმელი. მას შემდეგ რაც ფილმი დიდ ეკრანებზე გამოვიდა, საცეკვაო ფეხსაცმლის გარშემო მღელვარება იმდენად გაიზარდა, რომ ბრენდმა Repetto-მ ისინი მასობრივ წარმოებაში
ჯინსი

ბარდოს წყალობით ჯინსი აღარ აღიქმებოდა როგორც მუშათა ტანსაცმელი. მსახიობებმა ჯინსის ტრენდი 70-იან წლებში დაამყარა.
მინი ქვედაბოლო

ბარდო საკმაოდ გაბედული იყო ტანსაცმლის არჩევის მხრივ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მის გარდერობში მინი ქვედაბოლოც შედიოდა.
ქუდები და თმის აქსესუარები

ბრიჯიტი თავს არ იწუხებდა აქსესუარების სიმრავლით, უპირატესობას ანიჭებდა ძირითადად ისეთებს, რომელთა გაკეთებაც თავზე შეიძლებოდა. ყველანაირი ქუდი, ფართო თავსაბურავი, შარფები, ლენტები, თმის სამაგრები და ბეწვის ქუდები - მსახიობის გარდერობი სავსე იყო თმის აქსესუარებით.