რიანასგან, ალბათ, მოსალოდნელი იყო, რომ ადრე თუ გვიან ის პაპარაცების კამერების წინაც გაშიშვლდებოდა. ასეც მოხდა! ბარბადოსელი ლამაზმანი ბოლოს და ბოლოს მთლიანად გაშიშვლდა ფოტოკამერის წინ, თუმცა ეს განზრახ არ გაუკეთებია.
პაპარაცის ვარსკვლავურმა საათმა მაშინ ჩამოჰკრა, როცა რიანას სახლის წინ, ბარბადოსში დადარაჯებულმა შემთხვევით მომღერალი შიშველი დაინახა. რეპორტიორს იღბალმა დილით ადრე გაუღიმა, მაშინ, როცა რიანა პლაჟზე გასასვლელად ემზადებოდა და ღია ფანჯრის წინ იცვლიდა.
რი საცურაო კოსტიუმს იცვამდა და სულ არ დარდობდა, რომ ვინმეს შეეძლო, ღია ფანჯარაში მისი შიშველი სხეული დაენახა. როცა მომღერალმა კამერამომარჯვებული პაპარაცი შეამჩნია, არ დაიმალა: პირიქით, ამაყად განაგრძო თავისი სხეულის მთელი მომხიბვლელობით წარმოჩენა.
სავარაუდოდ, რიანა სასამართლოში არ უჩივლებს ფოტოგრაფებს, ისე, როგორც ეს ქეით მიდლტონმა გააკეთა და ”შიშველ კადრებს” სიამოვნებით მიუძღვნის თავის თაყვანისმცემლებს.
სხვათა შორის, ბარბადოსზე საშობაო არდადეგებზე რიანა დასვენებას სამუშაოს უთავსებდა. ის მშობლიურ კუნძულზე ტურისტულ ვიდეორგოლში გადაიღეს. სიმღერა Diamonds-ზე მომღერალმა ბარბადოსის (კარიბის აუზი) ბუნების მშვენება წარმოაჩინა.