მათ ობიექტივში შეიძლება სრულიად განსხვავებული ფორმები მოხვდეს - ZENKA & MARI ყოველთვის საინტერესო კონცეფციას გვთავაზობს. შესაბამისად მათი კოლექცია გამორჩეულია და აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას.
შთაგონების წყარო ამჯერად საბურავი აღმოჩნდა. უბრალო პროტექტორმა საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა და ფეხსაცმელსა და სამოსში ორიგინალური ფორმით დალაგდა.
რეზინის ფაქტურა მოხერხებული გამოდგა ფეხსაცმლის ძირად, ხოლო დეტალების სახით სამოსში გაიფანტა. "მასალა ძირითადად ფეხსაცმელში უნდა გამოგვეყენებინა, თუმცა არაპირდაპირი გზით სამოსშიც გამოვიყენეთ. ქსოვილიც პროტექტორის გავლენით დავჭმუჭნეთ", - აღნიშნავენ დიზაინერები.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "ბომონდი"