„მე ვარ ლიზი, 19 წლის, სა­ქარ­თვე­ლო­დან! ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი, მინდოდა, მეთქვა ის, რასაც ვგრძნობ" - ვინ არის ლიზი გოზალიშვილი, რომელმაც გერმანულ Voice-ს საქართველო გააცნო - Marao

„მე ვარ ლიზი, 19 წლის, სა­ქარ­თვე­ლო­დან! ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი, მინდოდა, მეთქვა ის, რასაც ვგრძნობ" - ვინ არის ლიზი გოზალიშვილი, რომელმაც გერმანულ Voice-ს საქართველო გააცნო

2023-10-13 15:22:45+04:00

„მე ვარ ლიზი, 19 წლის, სა­ქარ­თვე­ლო­დან. ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ ჰა­ი­დელ­ბერ­გში. გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი. ჩემი აქ მოხ­ვედ­რა დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო" - ასე წარსდგა ახლაგაზრდა ქართველი მომღერალი გერმანული Voice-ის ჟიურის წინაშე. ლიზიმ  მაიკლ ჯექსონის ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპოზიცია, Earth Song შეასრულა, მის მიზეზად კი სიმღერის შინაარსი და მსოფლიოში არსებული ვითარება დასახელა: "სიმღერა ისეთ თემას ეხება, რაც ძალიან აქტუალურია. მსოფლიოში დღეს ისევ ომია. მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვგრძნობ" - თქვა ლიზი გოზალიშვილმა. 

ლიზი გოზალიშვილი გერმანულ Voice-მდე მის ქართულ ანალოგშიც იღებდა მონაწილეობას, მსმენელს თავი კი განსაკუთრებული სისადავითა და გამორჩეული ხმის ტემბრით დაამახსოვრა. 

"სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს - ნამდვილად ვერ.ესეც ჩემი გამოსვლა გერმანული ვოისის ბრმა ქასთინგზე", - წერს ის სოციალურ ქსელში.