თაკო ჩხეიძე ქართველი მოდელი და დიზაინერია, რომელიც ასპარეზზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და ხალხის გული მალევე მოიგო. თაკო განსაკუთრებით აქტიური „ინსტაგრამის“ ანგარიშზეა, სადაც მოგზაურობის ულამაზეს კადრებსა თუ თავის მოვლის ხრიკებს ხშირად გვიზიარებს.
თაკოს თაობის წარმატებულ მოდელებს შორის შეუძლებელია არ ვახსენოთ თიკა ფაცაცია და ლიკა კვარაცხელია. თიკამ საქმიანობა ტელევიზიაში განაგრძო და სხვადასხვა გადაცემისა თუ შოუს წამყვანის ამპლუაში ხშირად ვხედავთ. ლიკა კი უკვე ბებიაა, იშვიათად ჩანს ეკრანებზე, თუმცა გულშემატკივრებს სოციალური ქსელით ყოველდღიურად უზიარებს საკუთარ ცხოვრებას.
ამჯერად თაკო სწორედ თიკა ფაცაციასთან და ლიკა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
