მალე კოლუმბიელი მომღერალი შაკირა და ფეხბურთელი ჟერარ პიკე მშობლები გახდებიან. ალბათ ამიტომაც მათ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ახლა უფრო მეტად აღელვებთ, ვიდრე ოდესმე. მომღერალი უკვე დიდი ხანია, საქველმოქმედო ორგანიზაცია "იუნისეფის" ელჩია.
ამჯერად კი ფეხმძიმე ვარსკვლავი და მისი საქმრო სათავეში ჩაუდგნენ საქველმოქმედო კამპანიას, სახელწოდებით World Baby Shower. როგორც "იუნისეფი" იტყობინება, ეს ინტერაქტიული ონლაინ პროგრამაა, რომელიც მთელი მსოფლიოს ბავშვების ინტერესებს იცავს.
შაკირა და ჟერარი პროტესტს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ მსოფლიოში ბევრი ბავშვი იტანჯება ისეთი დაავადებებით, რომელთაგან დაცვაც შესაძლებელია. "ისინი თქვენს დახმარებას ელიან".
იხილეთ ვიდეო: ჟერარ პიკე და ორსული შაკირა საქველმოქმედო ფოტოსესიისთვის გაშიშვლდნენ