ქართველი დრამატურგის, პროზაიკოსის, ქიმიკოსის არქივში სოფიკო ჭიაურელისა და მედეა ჩახავას უნიკალური ფოტო ინახება... რეზო კლდიაშვილი ამ ფოტოს შესახებ საჯაროდ პირველად და დიდი იუმორით იხსენებს...
"ესეც ჩემი არქივიდან!
1999 წლის 17 დეკემბერს, ფიქრის გორაზე, თეატრში "ვერიკო" გაიმართა ჩემი საავტორო საღამო - "მადლობა თბილისს ფიქრის გორიდან". ეს ორი სურათი, ჩემთვის უძვირფასესი პიროვნებების, იმ საღამოდან გახლავთ. მედეა ჩახავა და სოფიკო ჭიაურლი, მეორე ფოტოზე კი - კოტე, მათ როგორ უყურებს...
რობიკომ ბრძანა, რომ ჩემი პიესა "შორაპნელი ქალბატონები" რუსთაველის თეატრში დაიდგმებოდა და განაწილება რომ წავიკითხე, ჩემი დამემართა, თვალებს არ დავუჯერე, ამდენი ვარსკვლავი ერთად... გიჟივით გავვარდი სოფიკოსთან და ბატონ კოტესთან, მათ ვახარე. ეს ის დროა, როცა მარჯანიშვილში ჩემი "საპოვნელა" და "იადონას თეატრი" ერთად იყო რეპერტუარში...
ჩვენი დიალოგი ასეთი იყო...
ბატონი კოტე:
- რას დაერიე ამ ჩემს ცოლებს, აქეთ სოფიკო მარჯანიშვილში, იქით - მედიკო რუსთაველში!
რეზო (ძალიან ზრდილობიანი ინტონაციით):
- ბატონო კოტე, რომ დაერიეთ ამ ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავებს, გეთხოვათ ვინმე მეგრელი ქალი, როგორ გაახარებდით იმ ოჯახს, ხომ წარმოგიდგენიათ? მით უმეტეს, მეგრულად კარგად საუბრობთ და მეც ასი წელი არ გამოვიხედავდი თქვენკენ!
ბატონი კოტე:
- შენ თუ რამე მოინდომე და მიზანში ამოიღე!
მრავლის მთქმელი ჟესტით სოფიკოს გადახედა...
რას ვიზამდით? - აღვნიშნეთ ჩემი სიხარული..."
წაიკითხეთ სრულად