"მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მშვიდობიანად იცხოვრონ, საქართველოში ჩამოვიდნენ სწავლის დასრულების შემდგომ... იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს" - ნინო ჟვანია - Marao

"მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მშვიდობიანად იცხოვრონ, საქართველოში ჩამოვიდნენ სწავლის დასრულების შემდგომ... იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს" - ნინო ჟვანია

2023-10-30 13:35:57+04:00

ყოფილ პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან თითქმის 19 წელი გავიდა, თუმცა მის შესახებ, მისი პოლიტიკური კურსისა თუ შეხედულებების ირგვლივ მსჯელობა დღემდე არ წყდება. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზა - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" - დღესაც აქტუალურია. 

ზურაბ ჟვანიასა და მის მეუღლეს, ფსიქოლოგ ნინო ჟვანიას, სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანჩო შეეძინათ. როგორც ცნობილია, ლიზა და ანჩო სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და განათლების მიღება იქ გააგრძელეს: 

" მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მშვიდობიანად იცხოვრონ, საქართველოში ჩამოვიდნენ სწავლის დასრულების შემდგომ; მინდა ისეთი ქვეყანა გვქონდეს, სადაც ახალგაზრდები თავიანთი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ და ააშენებენ თავიანთ ქვეყანას, არ მოუწევთ სადღაც ცხოვრება. სადაც უნდა იყო, რაც უნდა კარგად იყო, მაინც სხვაგან ხარ. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ერთ-ერთი ინტერვიუ ზურამ ასე დაამთავრა, მე ოპტიმისტი ვარ და ჯერჯერობით მიმართლებსო. იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს" - ამბობს ნინო ჟვანია კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.