ყველასთვის საყვარელი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი მეუღლესთან, ნათია გოგოჭურთან ერთად "ჩვენი ოჯახის" სტუმარია. წყვილი 50-წლიანი სიყვარულის შესახებ საუბრობს და ახალგაზრდებს რჩევებს აძლევს.
„იჩხუბონ, იჩხუბონ, მაგრამ აპატიონ. ერთმანეთს შეეჯიბრონ, ვინ უფრო მეტს დათმობს. ჩვენც რომ ვიჩხუბეთ, აღარ არის საჩხუბარი და რაღაზე ვიჩხუბო“, – ამბობს ზაზა კოლელიშვილი.
გია ჯაჯანიძის კითხვაზე, დღესაც ჩხუბობენ თუ არა, ნათია გოგოჭური პასუხობს:
„დღესაც ვიჩხუბეთ წამოსვლისას. ჩხუბი ცოტა ზედმეტი შეფასებაა, უფრო ვიკამათეთ. უკვე იმ ასაკში ვართ, რომ სანამ რამეს იტყვის, უკვე ვიცი“, – ამბობს ნათია გოგოჭური.