პიქსი
ძნელი წარმოსადგენია 2024 წლის მოდური ვარცხნილობების სია პიქსის გარეშე. მარტივი სტილის, მოდური მოკლე თმა ერთნაირად მისაღებია როგორც 20 წლის გონებისთვის, ისე 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.
![](/media/uploads/2023/11-01/25-stunning-pixie-styles-that-grabbed-our-attention-in-june-2020-1698833542.jpeg)
ბობი
ეს ვარცხნილობა 100 წელზე მეტს ითვლის - დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. იმისათვის, რომ თქვენი გარეგნობა უფრო დახვეწილი და მიმზიდველი გახადოთ, გააკეთეთ ტრენდული სველი სტილი.
![](/media/uploads/2023/11-01/trench-white-1698833609.jpeg)
პატარა კულულები
კულულები არასოდეს გადასულა მოდიდან, მაგრამ ყოველთვის ასოცირდებოდა გრძელ თმასთან. ახალ სეზონში სტერეოტიპები წარსულს ჩაბარდა: ულტრამოდური ვარცხნილობის მისაღებად, მოკლე თმა შეიძლება უბრალოდ დაიხვიოთ სახვევების გამოყენებით.
![](/media/uploads/2023/11-01/download-2023-11-01t141431-1698833682.342.jpeg)
კარე
თმის სიგრძე - ნიკაპამდე ან ოდნავ ქვემოთ - ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ვარცხნილობაა.
![](/media/uploads/2023/11-01/kare-s-chelkoi-2019-7-modnykh-tendentsii-s-foto-1698834123.jpeg)
იტალიური
შესაძლებელია თუ არა თმის ვარცხნილობის რადიკალურად შეცვლა და სიგრძის შენარჩუნება? დიახ, ამ ვარცხნილობას "იტალიური"ჰქვია.
"იტალიური" თქვენს თმას თავბრუდამხვევ მოცულობას მისცემს. თმის შეჭრის ეს ტენდენცია უნიკალურ და ელეგანტურ ქალად გაქცევთ.
![](/media/uploads/2023/11-01/download-2023-11-01t142253-1698834188.039.jpeg)