"ძალიან ახლო მეგობრები ჩვენ არასდროს ვყოფილვართ, თუმცა უკვე 27 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, 18 წლისები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით "ალიონში". ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს მას შემდეგაც, რაც ტელევიზიაში აღარ ვართ და სწორედ ნანუკას შედეგი რომ ვნახე, შემდეგ გადავწყვიტე აბდომინოპლასტიკა - ანუ მუცელი მოვიჭერი" - პასუხობს მაია ასათიანი გამომწერის კითხვას, არიან თუ არა ის და ნანუკა ჟორჟოლიანი მეგობრები.
მაია და ნანუკა ერთი თაობის ჟურნალისტები არიან. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ ტელეკომპანიაშიც მუშაობდნენ და ერთმანეთის "კონკურენტებიც" იყვნენ, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას ყოველთვის ინარჩუნებდნენ.