"თქვენი ძალა თქვენი ოჯახია" - კახა კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

"თქვენი ძალა თქვენი ოჯახია" - კახა კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2023-11-02 20:10:49+04:00

ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.

ანუკი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ყოველდღიურობას გამომწერებსაც უზიარებს. საკუთარ გვერდებზე აქტიურია თბილისის მერიც. ის "ფეისბუკის", "ტიკ-ტოკისა" და "ინსტაგრამის" საშუალებით ხშირად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს. ამჯერად კი სწორედ მეუღლესთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა: "თქვენი ძალა თქვენი ოჯახია", "ძალიან ლამაზი ცოლი გყავს", "ბედნიერი წყვილი" - წერენ კომენტარებში.