ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
![](/media/images/sakitxavi/siaxle/noemberi/kaladze2018-11-21tinfd1zwskiyff.jpg)
ანუკი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ყოველდღიურობას გამომწერებსაც უზიარებს. საკუთარ გვერდებზე აქტიურია თბილისის მერიც. ის "ფეისბუკის", "ტიკ-ტოკისა" და "ინსტაგრამის" საშუალებით ხშირად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს. ამჯერად კი სწორედ მეუღლესთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა: "თქვენი ძალა თქვენი ოჯახია", "ძალიან ლამაზი ცოლი გყავს", "ბედნიერი წყვილი" - წერენ კომენტარებში.
![](/media/uploads/2023/11-02/anuki-1698941698.jpg)
![](/media/uploads/2023/11-02/anuki-2-1698941721.jpg)