თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. "ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ტრადიციული ღირებულებების მატარებელი" - წერდა თათია. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, მათი ფოტოები კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. თათიამ და ჯარჯიმ რამდენიმე დღის წინ ერთად ყოფნის პირველი წელიც აღნიშნეს: "პირველი წელი - მილიონიდან" - წერდა ის და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებდა. თათია შარანგიას ჯარჯი თორაძესთან დაშორების მიზეზებზე არ უსაუბრია.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ისევ შერიგდა. ტატამ შერიგების აღსანიშნავად "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა.
"რა თქმა უნდა, სამუდამოდ ერთად" - წერდა ტელეწამყვანი.
ამჯერად თათია შარანგია გამომწერების კითხვებს პასუხობს და ამ საკითხსაც ეხება: "არც ერთი წუთით მე და ჯარჯი არ დავშორებულვართ. მე ვარ ძალიან აფექტური ადამიანი, ჯარჯი ძალიან ემოციური. 15 წუთით ვიკინკლავეთ, გავგიჟდი და დავწერე ეს სტატუსი" - ამბობს ის.