ორშაბათს, 6 ნოემბერს, საღამოს 21:38 საათზე, ემოციები ძლიერდება და ურთიერთობები უფრო ინტიმური ხდება, რადგან სიყვარულის პლანეტა ვენერა ჰარმონიზდება ძალაუფლების მქონე პლანეტა პლუტონთან. კვირის ბოლო შედარებით რთული იქნება, მოიმატებს აგრესია, გაუგებრობები. ამ კვირის მანძილზე ეცადეთ, იყოთ მშვიდი და შეინარჩუნოთ თავდაჯერებულობა.
ვერძი
თქვენი მატერიალური მდგომარეობა ან გაუმჯობესდება, ან გამყარდება, ეს კი თქვენი შრომის დამსახურება იქნება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნურაფერს დააყენებთ მასზე წინ. სიყვარულის პლანეტა ვენერა მოგიტანთ სიმშვიდეს და ჰარმონიას. თქვენ შეიძლება იგრძნოთ გარკვეული ზეწოლა და გაგიჭირდებათ, ამოიცნოთ, სხვა ადამიანების განზრახვები. ეცადეთ, იყოთ ყურადღებით და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.
კურო
თქვენი პლანეტარული მმართველი ვენერა ჰარმონიზდება ძალაუფლების მქონე პლანეტა პლუტონთან, რაც გააძლიერებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას. სურვილი გექნებათ, რომ ვინმეს გული გადაუშალოთ. გირჩევთ პარტნიორი ამ შემთხვევაში ფრთხილად შეარჩიოთ. ეს კვირა ჰარმონიული იქნება სამსახურის ჭრილში. სიმშვიდე გელით პირად ურთიერთობებშიც. თუ წინა პერიოდიდან გაქვთ გამოყოლილი კონფლიქტი და დაძაბულობა, ნუ გაამწვავებთ მას.
ტყუპები
იყავით მშვიდი უცნობებთან და ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები. ამ კვირაში განსხვავებული როლების მორგება მოგიწევთ, მაგრამ არაფერი დააყენოთ საკუთარ სურვილებზე წინ. კარგი კვირა გელით ფინანსური კუთხით, თუმცა თქვენი პასუხისმგებლობებიც იზრდება. თუკი ჩათვლით, რომ საქმეს ვერ უმკლავდებით, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.
კიბო
ამ კვირაში გელით ღრმა საუბრები ურთიერთობების შესახებ. შესაძლოა, გაიგოთ სხვების საიდუმლოებები ან მნიშვნელოვანი ამბები. დაუკვირდით თქვენს ყველა სიტყვას, იყავით გულწრფელი. პლანეტა ვენერა ოჯახში ჰარმონიას და სიმშვიდეს მოგიტანთ. გახდებით უფრო თავდაჯერებული და იპოვით გზას პირად ურთიერთობებში სიმშვიდის შესანარჩუნებლად. მოერიდეთ კონფლიქტს მეგობრებთან.
ლომი
მოგიწევთ სხვა ადამიანების ისტორიების მოსმენა, იქნებით უფრო გულჩვილი და ემოციური. უმჯობესია, თუ გონებას დაეყრდნობით და არა გულს. მოგიწევთ, რომ სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარებაში მიიღოთ მონაწილეობა. ეს კვირა თქვენთვის ქაოსური იქნება, თუმცა კვირის ბოლოს შეძლებთ სიმშვიდის მოპოვებას.
ქალწული
გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობის ძალა, რადგან სიყვარულის პლანეტა ვენერა ჰარმონიზდება ძალაუფლების მქონე პლანეტა პლუტონთან. ამ კვირაში თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან თავდაჯერებული და გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია, ჩაფიქრებული გაქვთ. გაძლიერდება თქვენი სასიყვარულო და მეგობრული კავშირები. შესაძლოა, მოგიწიოთ ზოგიერთი გეგმის გაუქმება, გირჩევთ, ამის გამო არ შეიქმნათ ნეგატიური განწყობა და მოერიდოთ კონფლიქტს ახლობლებთან.
სასწორი
ამ კვირაში მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ, რაც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. იქნებით უფრო ძლიერი, თავდაჯერებული, ჰარმონიული როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან ურთიერთობაში. ნუ მოგერიდებათ თქვენი გრძნობების გამოხატვა, სწორად გაანაწილეთ დრო და ნუ დახარჯავთ რესურსს არასწორ ადამიანებთან ურთიერთობაში.
მორიელი
კრეატიული იდეებით სავსე კვირა გელით, გაგიჩნდებათ ახალი მიზნები და ოცნებები. ნუ მოერიდებით თქვენი გრძნობების გამოხატვას და საყვარელ ადამიანებთან გაზიარებას. ეს დაგეხმარებათ სურვილების რეალიზებაში. გექნებათ კონფლიქტური სიტუაციებიც, თუმცა თქვენი თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოაგვაროთ.
მშვილდოსანი
სწორად გაანაწილეთ თქვენი ფინანსები. ეცადეთ უფრო მეტად საკუთარ სურვილებზე კონცენტრირდეთ და არ მოუსმინოთ სხვებს. გექნებათ სურვილი, გააფართოოთ თქვენი სანაცნობო წრე, გამოხატოთ თქვენი აზრები და იდეები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ამ მხრივ, შესაძლოა, მცირე პრობლემებმა იჩინოს თავი.
თხის რქა
გექნებათ შანსი, გამოხატოთ თქვენი სურვილები, იდეები, ის, რაც დიდი ხანია გულში გაქვთ. შეძლებთ, ჰარმონია შეიტანოთ გარშემომყოფთა ურთიერთობებში. წინ წამოსწევთ ისეთ საკითხებს, რომლებიც აქამდეც გაწუხებდათ და მათ მოგვარებასაც შეძლებთ. განსაკუთრებული პატივისცემა გამოიჩინეთ საკუთარი თავის მიმართ. იყავით თავდაჯერებული, რადგან ზოგიერთი ახლობელი თქვენს კრიტიკასა და მხილებას ეცდება. ეცადეთ, დათმოთ და ამ სიტუაციიდან კონფლიქტის გარეშე გამოხვიდეთ,
მერწყული
კონცენტრირდით თქვენს დიდი ხნის ოცნებაზე. გააფართოეთ მეგობრების წრე. ეს დაგეხმარებათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და წინსვლაში. კარგი დროა საკუთარი თავის პატიებისთვის. გამოხატეთ მწუხარება, სევდა და ნუ ჩაიდებთ დარდს გულში. მოერიდეთ აგრესიის გამოხატვას.
თევზები
რადგან სასიყვარულო პლანეტა ვენერა ჰარმონიზდება ძალაუფლების მქონე პლანეტა პლუტონთან, ინტერპერსონალური დინამიკა შესაძლოა პროპორციულად გადაიზარდოს და შემდეგ დონეზე გადავიდეს. აბსტრაქტული საუბრები ახალ აღმოჩენებს გაგაკეთებინებთ. დაგჭირდებათ ემოციების კონტროლი და თავშეკავება.